Accessibility links

logo-print

ერაყში ჟურნალისტი მოკლეს


ერაყში მოკლეს ჟურნალისტი - ტელეარხ „ალ-მოსულიას“ ოპერატორი აბდულყადერ ნაიმი. ცნობების თანახმად, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში, მისსავე სახლთან ესროლეს ბაშარ აბდულყადერ ნაიმს. ის მესამე ჟურნალისტია, რომელიც მოსულში მიმდინარე თვეში გახდა თავდასხმის მსხვერპლი. შეიარაღებულმა პირებმა 5 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ორი ჟურნალისტი - ერაყის ტელეარხ „შარყიას“ თანამშრომლები. ერაყის სხვა რეგიონებში ხუთშაბათს კიდევ ექვსი ადამიანი იქნა მოკლული. ცნობების თანახმად, ასეთი მასშტაბის ძალადობა ერაყში აღარ ყოფილა 2008 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში შემცირება დაიწყო რელიგიურ ჯგუფებს შორის სისხლისმღვრელი დასპირისპირების მსხვერპლთა რიცხვმა.
XS
SM
MD
LG