Accessibility links

logo-print

ორშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდა თბილისის საბავშვო ბაღებში


საპრეზიდენტო არჩევნების გამო თბილისის საბავშვო ბაღებში ორშაბათი, 28 ოქტომბერი დასვენების დღედ გამოცხადდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რამაზ სულამანიძემ განუცხადა, თბილისის საბავშვო ბაღების 99%-ში საარჩევნო უბნებია გახსნილი. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შენობებს დასუფთავება, ვირუსებისგან დეზინფექცია ესაჭიროება, რის გამოც თბილისის საბავშვო ბაღებში ორშაბათი, სანიტარულ დღედ გამოცხადდა. რამაზ სულამანიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 29 ოქტომბრიდან განაგრძობენ. რაც შეეხება საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები ორშაბათს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG