Accessibility links

logo-print

ორი მუმია აღმოაჩინეს პერუს დედაქალაქის მახლობლად


პერუს დედაქალაქის, ლიმას მახლობლად არქეოლოგებმა ორი მუმია აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი, სავარაუდოდ, 1000 წელია. მეცნიერები იტყობინებიან, რომ ორივე - ზრდასრულისა და ბავშვის - მუმიები კარგად არის შენახული. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვი შესაძლოა დამარხული იყო მსხვერპლშეწირვის მიზნით. შესაძლოა, ის ცოცხლად დამარხეს მიცვალებულთან ერთად.
XS
SM
MD
LG