Accessibility links

logo-print

გაერო: ათასობით ადამიანი ტოვებს ერითრეას ყოველთვიურად


ყოველთვიურად ერითრეას ათასობით ადამიანი ტოვებს, მიუხედავად საშიშროებისა, რომ საზღვარზე გადასვლისას მათ მოკლავენ, ნათქვამია გაეროს ანგარიშში. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის შიილა კიტარუტის თქმით, მსგავსი ვითარება ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. მისი სიტყვებით, ერითრეაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. უფლებადარღვევებს შორისაა ასევე სიკვდილით დასჯის განაჩენები სასამართლო სხდომების გარეშე და პატიმართა წამების ფაქტები.
XS
SM
MD
LG