Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია მოითხოვენ თვალთვალის ახალი წესების შემოღებას


ევროკავშირის განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია ვაშინგტონს მოუწოდებენ თვალთვალის წესების შემოღებისაკენ მას შემდეგ, რაც დასავლელ მოკავშირეებში დაძაბულობა მოჰყვა ცნობას, რომ შეერთებული შტატები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ევროკავშირის ლიდერის, ჰერმან ვან რუმპეს დღევანდელი განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია გამოთქვამენ სურვილს, რომ წლის ბოლომდე გაიმართოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების წესებზე. ვან რუმპემ ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ. ასევე პარასკევს ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი უსმენდა მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრებს. ევროკავშირის სამიტზე პარასკევს მსჯელობენ იმიგრაციის საკითხზე. მსჯელობის ფონს ქმნის ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გახშირებული შემთხვევები.
XS
SM
MD
LG