Accessibility links

დაღესტანში მოკლეს ორი შეიარაღებული პირი


რუსი ოფიციალური პირების ცნობით, დაღესტანში მოკლეს ორი შეიარაღებული პირი, რომელსაც თან ჰქონდა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესმდივნის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები მოკლეს, როცა პოლიციამ სცადა, გაეჩერებინა ავტომანქანა ბლოკ-პოსტთან ხასავიურტის რაიონში. ავტომანქანის მგზავრებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი. ავტომანქანაში დახოცილების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ. მათ უპოვეს ბომბის დასამზადებელი ასაფეთქებელი მოწყობილობები, იარაღი და ტყვია-წამალი.
XS
SM
MD
LG