Accessibility links

logo-print

სპეციალისტების განცხადებით, იშხნის ტაძარს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება


სპეციალისტები აცხადებენ, რომ იშხნის ტაძარს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. დღეს საქართველოს კულტურის სამინისტროში გაიმართა ტაძრის რესტავრაციის შესახებ მომზადებული ახალი ანგარიშის პრეზენტაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, თურქულმა მხარემ იშხნის ტაძრის რესტავრაციის დასრულების ვადა 2014 წლის მაისამდე გაახანგრძლივა. ბოჭოიძის შეფასებით, სარესტავრაციო სამუშაოები მეთოდურად გამართულ ჩარჩოში მიმდინარეობს და თურქული მხარე ხარისხიან მასალას და კვალიფიციურ მუშახელს იყენებს. რესტავრაციის პროცესს გარკვეული პერიოდულობით აკვირდება ქართველი ესპერტების ჯგუფი, რომელიც თურქულ მხარეს რეკომენდაციებსაც უგზავნის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა, ოშკისა და სხვა ტაძრების რესტავრაციაც დაიწყოს.
XS
SM
MD
LG