Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას


საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროსთვის გვერდის ავლით განაგრძობს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით, თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა განსაკუთრებული წესით, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი თავის ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს. სააგენტოს ცნობით, იმავე საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით მიანიჭა მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქესაც, რომელთაგან დღემდე 93-მა აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
XS
SM
MD
LG