Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვა რუსეთის დუმის ორმა დეპუტატმა


საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს რუსეთის დუმის დეპუტატებმა ვასილი ლიხაჩოვმა და სერგეი კალაშნიკოვმა, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიაში იყვნენ. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ლიხაჩოვმა მიზეზად ის დაასახელა, რომ აფხაზეთში სტუმრობის გამო საქართველოში მოქმედი ოკუპირებული ტერიტორიების კანონი დაარღვია. დეპუტატი კალაშნიკოვი კი აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას მისი მიღება არ სურს. ცესკომ ლიხაჩოვი და კალაშნიკოვი დამკვირვებლებად დაარეგისტრირა, რადგან ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისაგნ მიღებულ მეთვალყურეთა სიაში იყვნენ. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება კანონის საფუძელზე მიიღეს და თუ დუმის დეპუტატებისადმი რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს გარკვეული პრეტენზიები, ისინი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ. ამავე საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს კანონი დარღვეული აქვს, საქართველოს საზღვრის გადმოლახვა უნდა აეკრძალოს.
XS
SM
MD
LG