Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი: საარჩევნო საკითხები განიხილა ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ


მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს დღეს არ უმსჯელია - ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადეს საბჭოს წევრებმა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით, სხდომაზე მხოლოდ საარჩევნო საკითხები განიხილეს. ”საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორი მოლოდინიც არსებობს და როგორი დადებითიცაა წინასწარი შეფასებები”, - განაცხადა პეტრიაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 ოქტომბერს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი შემცვლელის კანდიდატურას მომავალი კვირის სამშაბათს, ან ოთხშაბათს დაასახელებს. ამასთან, კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ არ გამორიცხა, რომ ეს თარიღი გადაიწევს, რადგან ახალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები მომავალი კვირის ბოლოდან უნდა დაიწყოს. დეპუტატის განცხადებითვე, ნებისმიერ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენისა და მთავრობის დამტკიცებისას მმართველი გუნდი კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადას და პროცედურას დაიცავს.
XS
SM
MD
LG