Accessibility links

ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა


საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ახალაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიეცა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. პროკურატურა აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენეს კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში მოკლეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირი იქნა გასამართლებული.
XS
SM
MD
LG