Accessibility links

logo-print

ბელგრადში სამხედრო პატივით დაკრძალეს იოსიპ ბროზ ტიტოს ქვრივი იოვანკა ბროზი


ბელგრადში დაკრძალეს იოვანკა ბროზი - იუგოსლავიის ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის, იოსიპ ბროზ ტიტოს 89 წლის ქვრივი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ ანტიფაშისტების დელეგაციები მთელი ყოფილი იუგოსლავიიდან და ათასზე მეტი მოქალაქე. ყოფილი იუგოსლავიის პირველი ლედი, რომელიც დაშლილი ფედერაციის უკანასკნელი სიმბოლო იყო, სამხედრო პატივით დაკრძალეს მეუღლის გვერდით, მათი რეზიდენციის ზამთრის ბაღის ცენტრალურ ნაწილში. მეორე მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა პარტიზან ქალს სიმამაცისთვის ორი ორდენი ჰქონდა მოპოვებული და მას ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. 1980 წელს ტიტოს გარდაცვალების შემდეგ იოვანკა ბროზი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა ერთობ მძიმე პირობებში. მას არც ძირითადი სამოქალაქო საბუთები არ ჰქონია და არც პენსიას იღებდა. იუგოსლავიის ლიდერის თანამებრძოლებს მისი ქვრივი შინაპატიმრობის პირობებში ჰყავდათ.
XS
SM
MD
LG