Accessibility links

გერმანიის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები აშშ-ში გაემგზავრებიან


მომავალ კვირაში გერმანიის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვა კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს ისმენდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგარეო და საშინაო დაზვერვის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს გამართავენ თეთრ სახლსა და უშიშროების ეროვნულ სააგენტოში. ახლახან ევროკავშირის ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ევროპაში ამერიკის დაზვერვის მიერ მასალის მოპოვების გამო ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის უნდობლობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ დაძაბულობა არსებობს მოკავშირეებთან მის ურთიერთობებში. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის უშიშროების ეროვნული სააგენტო გერმანიისა და საფრანგეთის მილიონობით მოქალაქის სატელეფონო საუბრებს ისმენდა.
XS
SM
MD
LG