Accessibility links

logo-print

საზღვარგარეთ გაიხსნება 52 საარჩევნო უბანი


27 ოქტომბერს, საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 33 ქვეყნის 50 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 48 460-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტი ამომრჩეველია საბერძნეთში, სადაც შვიდი საარჩევნო უბანია, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა - 16 132. ყველაზე ცოტა, 38 ამომრჩეველი სლოვაკეთის რესპუბლიკაშია. ამასთან, საზღვარგარეთ ორ უბანზე არჩევნები უკვე გაიმართა. ავღანეთში მყოფმა 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი არჩევანი 20 ოქტომბერს გააკეთა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე - "ლეზერნიკსა" და "ერედვზე" მისცეს. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნები არ გაიხსნება რუსეთში, მოლდავეთში, რუმინეთსა და იორდანიაში. მოლდავეთში, რუმინეთსა და იორდანიაში საარჩევნო კომისიების წევრთა საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა, ხოლო რუსეთში დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა საარჩევნო უბნების გახსნა.
XS
SM
MD
LG