Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება 65 საერთაშორისო ორგანიზაცია


საპრეზიდენტო არჩევნებს 65 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის რეგისტრაცია გაიარა 12-მა საელჩომ. ყველაზე მეტი, 70 დამკვირვებელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარდგენით დარეგისტრირდა. საკუთარი დამკვირვებლები არჩევნებზე ასევე წარადგინეს ნიდერლანდის სამეფოს, ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის რესპუბლიკის, შვედეთის, ლატვიის რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკის, იტალიის, უნგრეთის, ესტონეთის და თურქეთის საელჩოებმა. საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება "ნატოს საპარლამენტო ასამბლეა", "საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა", ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (დამკვირვებლების რაოდენობა – 82), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, "ევროპის პარლამენტი" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საპრეზიდენტო არჩევნებს 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება და 153 მედიასაშუალება გააშუქებს. ცესკოში აკრედიტაცია 60-ზე მეტმა უცხოურმა მედიასაშუალებამ გაიარა.
XS
SM
MD
LG