Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტ პოლები ჩატარდება "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით


საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტ პოლები "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარდება. როგორც ტელეკომპანიებში განმარტავენ , ეგზიტ პოლის შედეგები 27 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი. "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ეგზიტ პოლს გერმანული კომპანია GFK ჩაატარებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ-ერთი ლიდერია და მაღალი ხარისხის კვლევების გამო არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. "რუსთავი 2"-ის ცნობით, GFK-მ ეგზიტ პოლები 2010 წლის ადგილობრივ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჩაატარა. კომპანია საქართველოს მასშტაბით, 100 საარჩევნო უბანზე 7 ათასამდე ამომრჩეველს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. "იმედის" დაკვეთით კი ეგზიტ პოლს ACT ჯგუფი ჩაატარებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც საკონსულტაციო საქმიანობასაც აწარმოებს 2002 წელს დაარსდა და დღემდე 1000-ზე მეტი პროექტი განახორციელა. "იმედის" ცნობით, ACT ჯგუფი პროექტებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში ახორციელებდა და რამდენიმე ბიზნესასოციაციის წევრია. ACT ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 120 უბანზე 18 ათასამდე პირის გამოკითხვას გეგმავს, ცდომილება კი 2%-დან 4%-მდე იქნება.
XS
SM
MD
LG