Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი ხმას მისცემს 15:30 საათზე, N19 საარჩევნო უბანზე


ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ხმას 15:30 საათისთვის მისცემს, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე N19 საარჩევნო უბანზე. მანამდე ეს დრო ორჯერ შეიცვალა. დილით მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას საარჩევნო კამპანია საფეხბურთო მატჩს შეადარა. "მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი. ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს, მერე ერთი გუნდის მწვრთნელს არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით და მოკლავს მეორე გუნდის ფეხბურთელს, ან სიტყვაზე ვიღაცას ჩასვამს ციხეში. დაახლოებით ასე იყო ჩვენი საარჩევნო კამპანია”, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ”ფეხბურთის მატჩი რაღაცნაირად დამთავრდება, მაგრამ იყო ნორმალური ფებურთის მატჩი? კი, გარედან ნორმალურია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გდია სადღაც მოედნის იქით."
XS
SM
MD
LG