Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს


საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა, რომ საოკუპაციო ხაზი ჩაკეტილია და მოსახლეობას, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ. ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მშვიდობიანად, პროვოკაციის და გართულების გარეშე დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებსაც ხმის მიცემა სურთ. რეინტეგარციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ საოკუპაციო ხაზი ჩაკეტილია მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ”კონფლიქტის კონტექსტიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ყოველ არჩევნებზე ხდება გამყოფი ხაზის ჩაკეტვა”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, საბედნიეროდ, ამჯერად არ ხდება ისეთი ფაქტები, როგორიც ეს სოფელ ხურჩაში მოხდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს და აღარ ხდება გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემების გამოყენება პოლიტიკური ქულებისთვის.
XS
SM
MD
LG