Accessibility links

არგენტინაში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები


არგენტინაში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შედეგადაც განახლდება ქვედა პალატის ნახევარი და ზედა პალატის მესამედი. აქტივობამ არჩევნებში 71 პროცენტი შეადგინა. ეგზიტ პოლების თანახმად, პარტიამ, რომელსაც ოპოზიციონერი სერხიო მასა უდგას სათავეში, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროვინცია ბუენოს აირესში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტი ცხოვრობს. მედიის ინფორმაციით, არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ორი წლის შემდეგ საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება ამჟამინდელ პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს.
XS
SM
MD
LG