Accessibility links

60 მილიონ ზარს საიდუმლოდ აყურადებდა აშშ-ის დაზვერვა ესპანეთში


ესპანური მედია იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა გასული წლის დეკემბერში ესპანეთში 60 მილიონ ზარს საიდუმლოდ აყურადებდა. ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტო აგროვებდა ინფორმაციას ტელეფონების ნომრების, აბონენტების ადგილსამყოფლისა და განხორციელებული ზარების ხანგრძლოვობის თაობაზე, თუმცა ისინი არ აყურადებდნენ თავად საუბარს. დღეს ესპანეთში ამერიკის ელჩი დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მისგან მოითხოვენ განმარტებებს ამერიკული დაზვერვის ქმედებების თაობაზე. ანალოგიური ინფორმაცია ამერიკული დაზვერვის მიერ საფრანგეთში განხორციელებულ მიყურადების თაობაზე, გასულ კვირას გამოაქვეყნა გაზეთმა „ლე მონდმა“. თუმცაღა ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტომ ამ ინფორმაციას „რეალობასთან შეუსაბამო“ უწოდა.
XS
SM
MD
LG