Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო საჩხერეში


საჩხერის საარჩევნო ოლქში, გიორგი მარგველაშვილმა, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 94,09% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. ამ დროისთვის, ეს გიორგი მარგველაშვილის ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ცესკოს მონაცემებით, საჩხერეში დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთა ხმების 2,86%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 1,91% მიიღო. ამ მომენტისთვის ცესკოს მიერ საჩხერეში დათვლილია 53 უბნიდან 51 უბანი. სულ არჩევნებში 27 454 ათასი ამომრჩეველი ანუ 61,75% მივიდა.
XS
SM
MD
LG