Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 ნოემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია


საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება. ინაუგურაციის სახელით ცნობილ ცერემონიალთან დაკავშირებულ საკითხებს კონსტიტუცია და მასთან ერთად, "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს. აღნიშნული ბრძანებულება 2001 წელს არის მიღებული. ბოლო ცვლილებება მასში 2003 წელს შევიდა და, როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველ გუნდში განუცხადეს, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი წესების მიხედვით გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG