Accessibility links

logo-print

ლავროვი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და არავინ დავობს მის შედეგზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დონის როსტოვში პრესკონფრენცია გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ლეონიდ კოჟარასთან ერთად და შეფასება მისცა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებს: „მოსული ინფორმაციით, არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და არავინ დავობს მის შედეგზე. ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ მოვლენას“. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ მეგობრულ და კეთილმეზობლურ სულისკვეთებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ახლა საქართველომ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ დაველოდებით საქართველოს განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკის შესახებ, თქვა ლავროვმა როსტოვში.
XS
SM
MD
LG