Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა პოლონეთის პირველი ლიდერი სოციალიზმის დამხობის შემდეგ


ტადეუშ მაზოვიეცკი, პოლონეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, სოციალიზმის დამხობის შემდეგ ამ ქვეყანაში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაზოვიეცკი პოლონეთის „სოლიდარობის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის პრემიერ-მინისტრი გახდა 1989 წელს და კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პერიორდში საკვანძო ფიგურა იყო. მაზოვიეცკი იყო შუა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი არაკომუნისტი ლიდერი 40 წლის განმავლობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაროსლავ შიკორსკიმ პოლონეთის მედიას უთხრა, რომ მაზოვიეცკი პოლონეთის „თავისუფლების და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მამამთავარი იყო“.
XS
SM
MD
LG