Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე კვიტაშვილი: ბაქრაძე იქნება ხელისუფლების სერიოზული კრიტიკოსი


ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები არ ყოფილა იმ ფორმის და მასშტაბის, რომ შედეგებზე რაიმე გავლენა მოეხდინა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ეგიზტ პოლის შედეგების გამოცხადებისთანავე დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კვიტაშვილი დარწმუნებულია, რომ ბაქრაძე იქნება ხელისუფლების სერიოზული კრიტიკოსი, მაგრამ ამასთან, გვერდით დაუდგება სწორი ნაბიჯების გადადგმისას და შესთავაზებს თავის გამოცდილებას, რათა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG