Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი არ ენდობა არჩვენების შედეგებს


საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს არ ენდობა პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრთან გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა ხალხის წინააღმდეგ ”უპრეცედენტო ღალატის” ჩადენაში. ”ის გაურიგდა კრიმინალურ ძალას მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სახით და მათთან ერთად გაყალბებით გაიყო პირველი და მეორე ადგილები, რომელიც რეალურად მე მეკუთვნის”, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, ”ამ ბინძურ საქმეში სამწუხაროდ, შუამავლებს წარმოადგენდნენ” პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შიკორსკი და ბილდტი. შალვა ნათელაშვილი ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG