Accessibility links

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი იმედგაცრუებულია აშშ-ის უშიშროების სამსახურის ქმედებით


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰანს-პეტერ ფრიდრიხმა აშშ-ის უშიშროების სააგენტოს მიერ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიტელეფონო საუბრების მალულად მოსმენის თაობაზე სააგენტო როიტერსს განუცხადა, რომ მისი უწყება იძიებს, როგორ მოხდა ჯაშუშობის აქტი, რა ტექნიკური საშუალებებით ტარდებოდა თვალთვალი. მინისტრის თანახvად, მან ვაშინგტონში ჯერ კიდევ ივლიში განაცხადა, რომ სრულიად დაუშვებელი იქნებოდა, თუ გერმანიის კანონი გერმანიაში დაირღვა. ახლა გაირკვა, რომ ეს ასეა, თქვა ფრიდრიხმა, რომლის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ჯაშუშობის აქტის უკან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დგანან და მათი ვინაობაც ცხადი გახდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, თუ ისინი დიპლომატები არიან, მათ ქვეყანა უნდა დატოვონ. ფრიდრიხმა თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ დაზვერვის სამსახური, რომელიც „ჩვენთან ახლოს თანამშრომლობს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, თვლის, რომ აქვს კანცლერის თვალთვალის უფლებაც. ეს ჩვენთვის მიუღებელია, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG