Accessibility links

logo-print

ლონდონში ავღანეთის, პაკისტანისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეიკრიბებიან


დღეს ლონდონში ავღანეთის პრეზიდენტი, პაკისტანისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ ქაბულს „სურს ისლამაბადისგან მოისმინოს განმარტებები“ თალიბანის ყოფილი სამხედრო ლიდერის მულა აბდულ ღანი ბარადარის „ზუსტი ადგილსამყოფელის“ შესახებ. ფაიზიმ განაცხადა, რომ თალიბანის ყოფილი წამყვანი ფიგურა კვლავაც პაკისტანის ხელისუფლების „მკაცრი მეთვალყურეობის“ ქვეშ არის. ავღანეთში მშვიდობის ხელშეწყობის მოტივით, მულა ბარადარი პაკისტანის ციხიდან სექტემბრის ბოლოს გამოუშვეს. გარვცელებული ინფორმაციით, ბარადარი კვლავაც პაკისტანში იმყოფება, შინაპატიმრობაში. 9 ოქტომბერს პაკისტანმა უარყო ავღანეთის თალიბანის განცხადება, რომ ისლამაბადი არ ასრულებს დაპირებას თალიბანის ყოფილი ლიდერის გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG