Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორი მოითხოვს მოკავშირეების მიყურადების შეწყვეტას


აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დაიან ფეინსტეინმა განაცხადა, რომ „სრულიად წინააღმდეგია“ აშშ-ის მოკავშირეებზე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების. ფეინსტეინმა ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აშშ-ის უშიშროების ეროვნული სააგენტოს მიერ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მობილური ტელეფონისა და სხვა ლიდერების მიყურადების შესახებ. ფეინსტეინმა დაიცვა უშიშროების ეროვნული სააგენტოს ზოგიერთი სხვა პროგრამა, რომელზე ინფორმაციაც ედვარდ სნოუდენმა ასევე გაავრცელა მედიით. ფეინსტეინი თვლის, რომ მიყურადებისა და თვალთვალის ზოგიერთი პროგრამა მნიშვნელოვანია გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უცხოელი ლიდერების თვალთვალისა და მიყურადების საკითხი განსხვავდება სხვა დანარჩენისგან. ფეინსტეინისთვის თეთრ სახლში უთქვამთ, რომ უცხოელი ლიდერებისგან ინფორმაციის მსგავსი ხერხებით მიღება აღარ გაგრძელდება. დაიან ფეინსტეინის განცხადებით, მისი კომიტეტი შეუდგება სადაზვერვო პროგრამების „საფუძვლიან გადახედვას“.
XS
SM
MD
LG