Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს


რუსული კომპანია „გაზპრომი“ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რათა დაუყოვნებლად დაფაროს რუსეთის გაზის საფასური. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბარში კიევში კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა აღნიშნა, რომ კიევს, რომელსაც 1 ოქტომბრამდე ჰქონდა მიცემული ვადა, ჯერაც არ გადაუხდია აგვისტოს თვეში მომხმარებული ბუნებრივი აირის საფასური 882 მილიონი დოლარი. მილერის თანახმად, თუკი უკრაინა თანხას არ დაფარავს, მაშინ კონტრაქტის თანახმად ამოქმედდება გაზის მიწოდება წინასწარი გადახდის საფუძველზე. ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ კიევი საერთოდ შეწყვეტს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთიდან, თუკი არ გადაიხდება მოქმედი კონტრაქტის პირობები. უკრაინის ხელისუფლება კაბალურად მიიჩნევს კონტრაქტს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე, რომელსაც ხელი ჯერ კიდევ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მოაწერა.
XS
SM
MD
LG