Accessibility links

logo-print

კარზაი პაკისტანს თალიბების მეთაურის ადგილმდებარეობას დადგენას თხოვს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ბრიტანეთში გამართული მოლაპარაკებების დროს ზეწოლას განახორციელებს პაკისტანზე, რათა დადგინდეს თალაბანის ყოფილი ლიდერის ადგილმდებარეობა. საუბარია მოლა აბდულა ღანი ბარადარზე, რომელიც დრემდე პაკისტანის ხელისუფლების „მკაცრი თვალთვალის“ ქვეშ არის. დღეს ლონდონში ავღანეთის პრეზიდენტი, პაკისტანისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. 9 ოქტომბერს პაკისტანმა უარყო ავღანეთის თალიბანის განცხადება, რომ ისლამაბადი არ ასრულებს დაპირებას თალიბანის ყოფილი ლიდერის გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG