Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მე-8 ადგილზეა საქმიანი გარემოს ხელსაყრელობის რეიტინგში


ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მდგომარეობა ერთი პუნქტით გაიუმჯობესა და ამჯერად მე-8 ადგილზეა საქმიანი გარემოს ხელსაყრელობის რეიტინგში - Doing Business. მას ყოველწლიურად ადგენენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის ბიზნესის დაწყების პირობები, მშენებლობის ნებართვის მიღება, კრედიტის ხელმისაწვდომობა, ინვესტორთა უფლებების და კონტრაქტის დაცვა და გადასახადების გადახდა. მსოფლიოს 189 ქვეყნის რეიტინგის პირველ ადგილს უკვე მერვე წელია სინგაპური იკავებს.
XS
SM
MD
LG