Accessibility links

თეა წულუკიანის თქმით, მან არ იცის, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას სააკაშვილთან


”მე არ ვარ პროკურორი და შესაბამისად, ვერ მეცოდინება რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პროკურატურას როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ”, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ”ბიბისის” შეკითხვას წარდგება, თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე. ”რაც ვიცი, არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შს-თა მინისტრი იყო, წარდგენილი აქვს მძიმე ბრალდებები და მათ შორის არის საქმე, რომელიც ადამიანის მკვლელობას ეხება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
XS
SM
MD
LG