Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიულოცა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება


საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. ”მოწმენი ვართ ყველა ქართველის ცხოვრებაში კიდევ ერთი ისტორიული დღისა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ქვეყნის დაახლოებისკენ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებაში. მან მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას და "ქართულ ოცნებას," ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობით განამტკიცონ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. „იმედით ველით მომავალ თანამშრომლობას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან და მთავრობასა და პარლამენტთან, რათა სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე დავაჩქაროთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობის ნათელ მომავალს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG