Accessibility links

logo-print

ევროკომისიის თავმჯდომარე: პრეზიდენტ სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტად ყოფნისას შეხვდა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბაროზუს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილსიუსის სამიტის თემა და მასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ბაროზუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაში. ბაროზუს თქმით, საქართველო დღეს ბევრად უფრო თანამედროვე, ძლიერი, იმედია, უფრო დემოკრატიული სახელმწიფოა და გავაგრძელოთ მუშაობა რათა ეს ქვეყანა დავაახლოვოთ ეკროკავშირთან, რაც ჩვენს და ვფიქრობ, ქართველი ხალხის ინტერესებშიც არისო. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულების მტკიცე მომხრეა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დაჩქარებული წესით მიაღწევს ამ დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერას გაისად. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ამ პირობებში, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დემოკრატიის პრინციპებით ვმოქმედებთ და თავი უნდა ავარიდოთ შერჩევით სამართალს, რაც სამწუხაროდ უკვე მოხდა ჩემს ქვეყანაში და ამის რისკი მომავალში იზრდება. სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ემუქრებოდა სამართლებრივი ქმედებით. ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომელ ციხეში უნდა გავეგზავნეო, განაცხადა სააკაშვილმა ბაროზუსთან ერთად პრესკონფერენციაზე. ეს იგივე, რასაც პუტინი და მედვედევი ამბობდნენ, რამდენიმე წლის წინ მათ თქვეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა მოიკლას ან დაპატიმრებული უნდა იქნესო, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში. სამშაბათს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდმა მოაწყო ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG