Accessibility links

logo-print

რუს ოპოზიციონერს ახალი ბრალდებები წაუყენეს


რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის და მის ძმას, ოლეგს, თაღლითობის და დამნაშავეობრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებები წაუყენეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უებსაიტზე წაიკითხავთ, რომ ძმებს ბრალად ედებათ კომპანია „ივ როშე ვოსტოკის“ 26 მილიონ რუბლზე მეტის, ასევე სხვა ფირმიდან შედარებით მცირე თანხის მიტაცება და 21 მილიონი რუბლის გათეთრება. 16 ოქტომბერს კიროვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის და მის თანამოსაქმეს, პეტრ ოფიცეროვს, პირობითი სასჯელი მიუსაჯა თანხის მიტაცების გამო ფირმა „კიროვლესიდან“. ამავე საქმის გამო ნავალნის, რომელიც მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობდა და მეორე ადგილი დაიკავა, ზაფხულში სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა. ის სასამართლოს დარბაზში დააკავეს, თუმცა მეორე დღეს მოულოდნელად გაათავისუფლეს პროკურატურის შუამდგომლობით და ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით.
XS
SM
MD
LG