Accessibility links

logo-print

ატომური სააგენტოს და ირანის წარმომადგენლები კმაყოფილი არიან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებით


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და ირანის განცხადებით, შედგა შეთანხმება, თეირანში 11 ნოემბერს ირანის ბირთვული პროგრამის გამო არსებული შეშფოთების განმუხტვის მიზნით კვლავ შეხვედრის შესახებ. ეს განცხადება გაკეთდა სამშაბათს ვენაში ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ტერო ვარიორანტამ ირანის ახალი შეთავაზება შეაფასა, როგორც თანამშრომლობის და დიალოგის გაძლიერებაში კონსტრუქციული წვლილი. სააგენტოში ირანის წარგზავნილმა, რეზა ნაჯაფიმ განაცხადა, რომ შეთავაზება ორივე მხარეს შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლობის ახალი თავი დაიწყონ. სააგენტო ესწრაფვის თეირანისგან მოიპოვოს ირანის ბირთვული ობიექტების, შესაბამისი დოკუმენტების და ოფიციალური პირების გაკონტროლების უფლება, რათა შემოწმდეს ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. ირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას. მაღალი დონის საერთაშორსო შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაგეგმილია 7-8 ნოემბრისთვის, ჟენევაში.
XS
SM
MD
LG