Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ყოფილ მეთაურთან მოსალაპარაკებლად ავღანეთის წარგზავნილები ჩავლენ


ავღანეთმა გამოაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები გაემგზავრებიან პაკისტანში, რათა პირველი შეხვედრა გამართონ თალიბანის ყოფილ მეთაურთან, მოლა ბარადართან. პრეზიდენტ კარზაის ოფისის თანახმად, ავღანეთის მშვიდობის უზენაესი საბჭო პაკისტანში ახლო მომავალში გაემგზავრება ბარადართან შესახვედრად. ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს კარზაის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის შეხვედრისას ლონდონში, სამშაბათს. ბარადარი ითვლება მნიშვნელოვან ფაქტორად სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საქმეში საერთაშორისო ჯარის წასვლამდე, რაც 2014 წლისთვისაა დაგეგმილი. ის პაკიტანში დააპატიმრეს 2010 წელს და ახლახან, სექტემბერში გაუშვეს, თუმცა რჩება პაკიტანში მეთვალყურეობის ქვეშ. ავღანეთი მის განთავისუფლებას ადრევე მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG