Accessibility links

logo-print

პუტინმა დაითხოვა იმ რაიონის პოლიციის უფროსი, სადაც არეულობა მოხდა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმრ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის მაღალი რანგის პირები სამსახურიდან დაითხოვა ოქტომბერში მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციულ ოლქში ეთნიკურ ნიადაგზე არეულობასთან დაკავშირებით. რუსეთის მედის თანახმად, პუტინმა განკარგულებას განთავისუფლების შესახებ სამშაბათს მოაწერა ხელი. სამსახურიდან დათხოვნილთა შორის არის ადმინისტრაციული ოლქის პოლიციის უფროსი, გენერალი ალექსანდრ პოლოდნი. ამ ოლქში შედის ბირიულიოვო, სადაც, ვითომ ეთნიკური არარუსის მიერ რუსი კაცის მკვლელობას არეულობა მოჰყვა ეთნიკურ ნიადაგზე. ეს იყო ბოლო წლებში მიგრანტთა საწინააღმდეგოდ მიმართული ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლა.
XS
SM
MD
LG