Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა განაგრძო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა განაგრძო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა განახლდა. სხდომის დაწყებამდე გავრცელდა მოსამართლისადმი ვანო მერაბიშვილის მიმართვა. ”წინა სასამართლო სხდომაზე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, არ დაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, პასუხად კი თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ სხდომასაც ჩაატარებთ, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს”, - ნათქვამია მერაბიშვილის მიმართვაში. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მოსამართლეს აცნობებს, რომ წყვეტს ქუთაისის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სისტემატურად დასწრებას და მხოლოდ რამდენიმე სხდომას დაესწრება. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურა უმუშევართა აღრიცხვის პროგრამით 22 ათასამდე პირის ფიქტიურად დასაქმებაში ადანაშაულებს. პროკურატურის განცხადებით, ფიქტიურად დასაქმებულებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ საერთო ჯამში გადაუხადეს ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონ 200 ათასი ლარი. თავად მერაბიშვილი და ჭoaბერაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG