Accessibility links

logo-print

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია „ფორბსის“ თანახმად


ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში აღმოჩნდა. ამავე ჟურნალის თანახმად მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მესამეს კი - ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი. როგორც ჟურნალი „ფორბსი“ აღნიშნავს, პუტინმა იმდენად გააძლიერა ძალაუფლება ქვეყნის შიგნით, რომ ტერმინი „დიქტატორი“ აღარ ითვლება გადაჭარბებად. მან, ჟურნალის თანახმად, შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია ასევე საერთაშორისო არენაზე - დროებითი თავშესაფარი მიანიჭა ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილ კონტრაქტორ ედვარდ სნოუდენს და მიაღწია დასავლეთისა და მოკონფლიქტე მხარეებისათვის მისაღებ კომპრომისს სირიის საკითხში. მთლიანობაში კი „ფორბსის“ სიაში 72 კაცი, სახელმწიფო დ საზოგადოებრივი მოღვაწეები და სხვადასხვა კორპორაციების ხელმძღვანელები მოხვდნენ.
XS
SM
MD
LG