Accessibility links

logo-print

ლახდარ ბრაჰიმი ბაშარ ასადს შეხვდა


გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ ხანმოკლე შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასადმა დამასკში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკების წარმატების წინაპირობად „ტერორისტული ჯგუფებისათვის დახმარების შეწყვეტა და მათ მხარდამჭერ ქვეყნებზე ზეწოლა დაასახელა.“ ბრაჰიმი, რომელიც რეგინში ვიზიტს განაგრძობს, ცდილობს ხელ შეუწყოს საერთაშორისო კონფერენციის, ჟენევა 2-ის ჩატარებას, რასაც მხარს უჭერებ აშშ-ი და რუსეთი.
XS
SM
MD
LG