Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მიღებას ცდილობს


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად იმყოფება ვაშინგტონში, რამდენიმე წამყვან ამერიკელ კანონმდებელს შეხვდა. მალიკი ცდილობს მოიპოვოს სამხედრო დახმარება იმ დროს, როდესაც ერაყში იზრდება ძალადობა და დაძაბულობა მეზობლად მდებარე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო. აშშ-ის თანახმად, მიმდინარე წელს ერაყში დაახლოებით 7000 სამოქალაქო პირი შეეწირა ისლამისტური ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს. ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა „გაუარესებული“ უწოდა ვითარებას ერაყში. რესპუბლიკელი სენატორი ერთ-ერთი თანაავტორია პრეზიდენტ ბარაკ ოამისათვის გაგზავნილი წერილისა, რომელშიც სწორედ ნური ალ მალიკის მთავრობის ქმედებებს ედება ბრალი ერაყში ძალადობის ზრდისათვის.
XS
SM
MD
LG