Accessibility links

logo-print

გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი გახმაურებული საავიაციო თავდასხმის საქმეზე


ოთხშაბათს გერმანიის ერთ-ერთ სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომელიც ავღანეთში ოთხი წლის წინ განხორციელბული საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპული 91 კაცის ნათესავების სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს. როგორც ბონის რეგიონული სასამართლოს სპიკერმა ფილიპ პრიტცემ განაცხადა, სასამართლოზე ნაჩვენები იქნა ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია ორი ამერიკული სამხედრო შვეულმფრენის მიერ 2009 წლის 4 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ყუნდუზში განხორციელებული იერიში. საავიაციო თავდასხმის ბრძანება გასცა გერმანელმა პოლკოვნიკმა, რომელიც შიშობდა, რომ ექსტრემისტები მოპარულ ორ ნავთობმზიდს მის ჯარისკაცებზე თავდასხმისათვის გამოიყენებდნენ. საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ. გერმანიამ თითოეული სამოქალაქო პირის ოჯახს კომპენსაციის სახით 5000 ამერიკული დოლარი გადაუხადა, თუმცა, ზოგიერთი ჭირისუფალი დამატებით თანხას ითხოვს. გერმანია აცხადებს, რომ მზად არის ასევე თავშესაფარი შესთავაზოს 182 ავღანელ თარჯიმანსა და მძღოლებს, რომლებსაც, გერმანულ სარდლობასთან თანამშრომლობისათვის, შესაძლოა, დაემუქროთ დევნა მას შემდეგ, რაც კოალიციური ჯარები ავღანეთიდან გავლენ.
XS
SM
MD
LG