Accessibility links

ირანი სავარაუდოდ გაწყვეტს პაკისტანთან დადებულ შეთანხებას


ირანი აცხადებს, რომ შეწყვეტს ირანული ბუნებრივი არის ექსპორტის თაობაზე პაკისტანთან ადრე მიღწეულ მრავალმილიარდიან ხელშეკრულებას. ირანის ნავთობი მინისტრის თქმით, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზია პაკისტანის უარი ააშენოს გაზსადენის 780-კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი, რადგან ისლამაბადი შიშობს იმ არასახარბიელო შედეგზე, რაც ირანზე დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს. ადრე მიღწეული კონტრაქტით, მომდევნო წლიდან ირანს პაკისტანისათვის წელიწადში 21,5 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირი უნდა მიეწოდებინა, თუმცა, პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო. ირანი ამჟამად ყოველდღიურად აწარმოებს 600 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რომლის უდიდესი ნაწილი ქვეყნის შიგნით იხარჯება. ირანული გაზის ერთადერთი უცხოელი მომხმარებელი თურქეთია.
XS
SM
MD
LG