Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის განთავსება დაჯარიმდება


საქართველოში კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკის განთავსება, შესაძლოა, 1000-ლარიან ჯარიმის სახით დაისაჯოს. ცვლილებები "თავისუფლების ქარტიაში" და მასთან ერთად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტი დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა მოამზადეს. "თავისუფლების ქარტია" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური კომისიის შექმნასაც ითვალისწინებს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ "თავისუფლების ქარტია" 2011 წლიდან მოქმედებს, შსს-ში შესაბამისი კომისია დღემდე არ შექმნილა.
XS
SM
MD
LG