Accessibility links

logo-print

რუსი მომღერალი აშშ-მა "შავ სიაში" შეიყვანა


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსა, ლეფსვერიძე საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფება „საძმოს წრესთან“ (Brothers' Circle“) არის კავშირში. ამის გამო, უწყება ამერიკის მოქალაქეებს უკრძალავს კომერციულ თანამშრომლობას მომღერალთან და ყინავს მის აქტივებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Brothers' Circle-ს ხელმძღვანელობს ვლადისლავ ლეონტიევი და გაფურ რახიმოვი, რომელთანაც კავშირი აქვს ოთხ კამპანიას და ექვს პირს, მათ შორის გრიგორი ლეფსვერიძეს. ამერიკის ხელისუფლების თანახმად, ლეპსა კურიერის როლს თამაშობს მათთვის ფულის გადაცემის დროს. მომღერალი ამ ბრალდებას „როშვას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG