Accessibility links

logo-print

ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს სიცრუეში ადანაშაულებს


შეწყალების სახელწმიფო კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კომისიას მაიზერ ლიპარტელიანის, დავით ადეიშვილისა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილისთვის შეწყალების რეკომენდაცია არ მიუცია.
როგორც თევდორაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პირები იმ სიაშიც კი არ მოიძებნებიან, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა და მათი საქმეები არც განუხილავთ. ამასთან, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე სიცრუეში სდებს ბრალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ ვის სიაში იყვნენ შეწყალებული პატიმრები. „პრეზიდენტი ზუსტად ბარნოვს ავალებდა, როგორც აპარატის უფროსს, მოემზადებინა დამატებითი საქმეები რაც არ შედიოდა კომისიაში. მან ძალიან კარგად იცის ეს, სანამ პრეზიდენტთან აიტანდა სიას, თავად გაიარა ჩვენი სარეკომენდაციო სია და ძალიან კარგად იცის, ვინ იყო ამ სიაში და ვინ - არა", - განაცხადა თევდორაძემ და დასძინა, რომ თავად იმ ოქმს მოაწერს ხელს, სადაც მისი რეკომენდაციით შეწყალებული პირები არიან. ამასთან, თევდორაძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია 8 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში იყო. რაც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა.
XS
SM
MD
LG