Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინმა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება


ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ ამ გამარჯვებით ქართველებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიის სიმწიფისა და ინსტიტუციონალიზაციისკენ. "ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას. ყველა შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო, როგორც ეს ეუთოს და სხვა სართაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს. ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიის სიმწიფისა და ინსტიტუციონალიზაციისკენ", - აღნიშნავს ჯონ მაკკეინი. ამერიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტს იმსახურებს იმისთვის, თუ როგორ მოიქცა უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში და ძალაუფლების გადაბარების დროს.
XS
SM
MD
LG