Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდის წევრებს მისი შემცვლელის ვინაობას გააცნობს: „კარგი კანდიდატი მყავს შერჩეული. პარასკევს თუ შევთანხმდით და სავარაუდოდ შევთანხმდებით, შაბათს, ორ ან სამ საათზე გვქნება შეხვედრა უმრავლესობასთან და ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაიგებს საზოგადოება მის ვინაობას. პრემიერი იქნება გასაგები, მისაღები ადამიანი ყველასთვის. რამდენად გავლენიანი იქნება, ამას დრო აჩვენებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG